- როექტის სახელი: რა მქვია მე
- პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები,დახატონ ნახატები. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს თავიანთი სახელის შესახებ. მოსწავლეები აქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
- პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ისტორია იმ რეგიონისა, სადაც ამ სახელის დღეობა აღინიშნება, ვის და როგორ შეუძლია ამ დღეობაში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია- ბაბუისათვის.მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ, ისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებს:· საიდან ხარ წარმოშობით?· რა გქვია?· რას ნიშნავს შენი სახელი მშობლიურსა და უცხო ენებზე?· რატომ გქვია ეს სახელი?· ვინ დაგარქვა ეს სახელი?· ვინ არის/იყო პირველი ადამიანი შენს ოჯახში ვინც შენს სახელს ატარებს/ატარებდა?· რომელ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია ან ერქვა შენი სახელი?· რა არის შენი სახელის არაოფიციალური ფორმა?მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.:ლ - ლამაზია - ალერსიანილ - ლოგიკურიი - ინტერესიანიშესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ თავიანთი სეხნია სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები. მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
- მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 6-15 წწ.
- ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება ოჯახის წევრებთან და სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, panoramio-ს საზოგადოება, ბუკლეტები.
- სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი. პროექტის შედეგების (ბლოგები, ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის თავისებურებას, აღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურობები. დაინახოს რა მსგავსებაა უნიკალური კულტურის შვილების ცხოვრების წესში.
- სამუშაო ენა: ქართული.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული, საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
- პროექტის ფასილიტატორი: გიული ციცაგი
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: giuli.tsitsagi@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: chemi-klasi.blogspot.com
понедельник, 7 июня 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)