რა მქვია მე

  1. როექტის სახელი: რა მქვია მე
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებითმოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები,დახატონ ნახატები. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს თავიანთი სახელის შესახებ. მოსწავლეები აქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე  http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
  3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ისტორია იმ რეგიონისა, სადაც ამ სახელის დღეობა აღინიშნება, ვის და როგორ შეუძლია ამ დღეობაში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია- ბაბუისათვის.მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ, ისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებსსაიდან ხარ წარმოშობითრა გქვიარას ნიშნავს შენი სახელი მშობლიურსა და უცხო ენებზერატომ გქვია ეს სახელივინ დაგარქვა ეს სახელივინ არის/იყო პირველი ადამიანი შენს ოჯახში ვინც შენს სახელს ატარებს/ატარებდარომელ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია ან ერქვა შენი სახელირა არის შენი სახელის არაოფიციალური ფორმა?მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.: - ლამაზი - ალერსიანი - ლოგიკური - ინტერესიანიშესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ თავიანთი სეხნია სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები.  მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
  4. მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 6-15 წწ.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება ოჯახის წევრებთან და სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, panoramio- საზოგადოება, ბუკლეტები.
  8. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი. პროექტის შედეგების (ბლოგები, ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის თავისებურებას, აღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურობები. დაინახოს რა მსგავსებაა უნიკალური კულტურის შვილების ცხოვრების წესში.
  9. სამუშაო ენაქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიინტეგრირებული, საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
  11. პროექტის ფასილიტატორიგიული ციცაგი
  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: giuli.tsitsagi@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: chemi-klasi.blogspot.com